უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

5 მარტი, 2025 08:46
font-size

უკრაინა მზად არის, მოსახერხებელ დროს ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთი საკმაოდ რთული რეგიონია.

მისივე თქმით, მუშაობს უკრაინაში საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად.

„ახლო აღმოსავლეთში ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს მძევლებს ღაზიდან. ჩემი პირველი ვადის დროს მივაღწიეთ თაობებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მშვიდობის შეთანხმებას – აბრაჰამის შეთანხმებებს. ახლა კი ვაპირებთ ამ საფუძველზე შევქმნათ უფრო მშვიდობიანი და კეთილდღეობის მომტანი მომავალი მთელი რეგიონისთვის. ბევრი რამ ხდება ახლო აღმოსავლეთში. ბევრი საუბრობს უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრი რამ ხდება ახლო აღმოსავლეთში. საკმაოდ რთული რეგიონია.

მე დაღლის გარეშე ვმუშაობ იმაზე, რომ დავასრულო საშინელი კონფლიქტი უკრაინაში. მილიონობით უკრაინელი და რუსი უაზროდ იქნა მოკლული ან დაჭრილი ამ საშინელ და სასტიკ კონფლიქტში, რომელსაც არ უჩანს დასასრული.

შეერთებულმა შტატებმა დახარჯა უამრავი მილიარდი დოლარი უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად უსაფრთხოების გარეშე. გნებავთ, გაგრძელდეს ეს კიდევ ხუთი წლით? 2 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება ყოველ კვირას – რუსი ახალგაზრდები, უკრაინელი ახალგაზრდები. ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ მე მინდა, რომ ეს შეწყდეს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა უფრო მეტი ფული გამოყო უკრაინისთვის, ვიდრე ევროპამ.

„ამავდროულად, ევროპამ, სამწუხაროდ, მეტი ფული დახარჯა რუსულ ნავთობსა და გაზზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე. ჩვენ კი დაახლოებით 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. როგორც ბავშვისგან ტკბილეულის აღება. მათ დახარჯეს ასი მილიარდი დოლარი. რა განსხვავებაა?! ბაიდენმა უფრო მეტი ფული გამოყო ამ ბრძოლაში, ვიდრე ევროპამ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტ განცხადებით, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ დროს, რომელიც მოსახერხებელი იქნება.

როგორც დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო.

„დღეს დილით მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან. მასში ნათქვამია: „უკრაინა მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან მოსასვლელად რაც შეიძლება სწრაფად, რათა მივუახლოვდეთ მდგრად მშვიდობას. არავის არ სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩვენი გუნდი მზად არის იმისთვის, რომ იმუშაოს პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ, რაც გააკეთა ამერიკამ, რათა დახმარებოდა უკრაინას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას მინერალებსა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერ დროს, რომელიც მოსახერხებელი იქნება“. ვაფასებ, რომ მან ეს წერილი გამოგზავნა. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მშვიდობისთვის მზად არიან. დადგა დრო, შეწყდეს ეს სიგიჟე. დადგა დრო შეჩერდეს მკვლელობები. დადგა დრო დასრულდეს აზრს მოკლებული ომი. თუ გინდა, ომი დაასრულო, უნდა ესაუბრო ორივე მხარეს“, – განაცხადა ტრამპმა.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი