კომენტარი
უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი - მიხეილ ჩხენკელი
სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის - პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასი უნდა გაიზარდოს, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც მხოლოდ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების გამო სხვა პედაგოგების უკმაყოფილებას ეხებოდა.
„წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა მიაღწიეს ამ დონეს, მათ შეასრულეს საკმაოდ დიდი სამუშაო და ხდება მათი წახალისება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყველას აქვს შანსი, რომ გახდეს წამყვანი და შემდგომ მენტორი მასწავლებელი. ასე რომ, ხელფასების მატება პირდაპირ შეეხო ამჟამად წამყვან და მენტორ მასწავლებლებს. გვინდა, რომ წავახალისოთ მასწავლებელი, რათა გადავიდეს შემდგომ საფეხურზე, რომ მან აიმაღლოს კვალიფიკაცია, შესაბამისად, ეს მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ ამ საფეხურს. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურების საკითხი ძალიან სერიოზული თემაა და ჩემი პირადი აზრია, რომ უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი და ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს საკმაოდ მოკლე ვადებში, რომ ყველა მასწავლებლის ხელფასი გაიზრდოს“, - განაცხადა ჩხენკელმა.
მისი თქმით, როგორც პედაგოგს, ისე ტექნიკურ პერსონალს სკოლაში საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვს.
„შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის - პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატოს“, - განაცხადა ჩხენკელმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


