კომენტარი
უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტის გამოძიება ოპერატიულად ჩატარდება
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ფაქტის გამოძიება ოპერატიულად ჩატარდება და ამ პროცესში პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება.
თავის განცხადებაში უჩა ნანუაშვილი საარჩევნო სუბიექტებსა და ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში ძალადობა ყოვლად დაუშვებელია.
,,საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წლის 19 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ შტაბთან განხორციელებულ თავდასხმას, რა დროსაც დაიჭრა საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრი. უჩა ნანუაშვილი საარჩევნო სუბიექტებსა და ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში ძალადობა ყოვლად დაუშვებელია. მითუმეტეს საგანგაშოა, რომ ასეთ მძიმე ფაქტს ადგილი აქვს არჩევნებამდე ორი დღით ადრე.
სახალხო დამცველი დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ოპერატიულად და ეფექტურად ჩატარდება და გამოძიების პროცესში არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


