კომენტარი
უბრალოდ, გაუგებარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ამ კაცს, ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს - კახა კალაძე ზაზა ოქუაშვილზე
ყველასთვის გაუგებარია ზოგადად, რა უნდა ზაზა ოქუაშვილს, - განუცხადა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, როდესაც "ომეგა ჯგუფის " ხელმძღვანელის, ზაზა ოქუაშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის ეთერით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"ზაზა ოქუაშვილი არის ამოუცნობი ფენომენი. ჯერ აუდიო-ჩანაწერებს გვთავაზობდა, შემდეგ ვიდეოს დაგვპირდა, სამომავლოდ, ალბათ, ანიმაციებზე გადავა. უბრალოდ, გაუგებარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ამ კაცს, ვერავინ გაიგო, რაში იხდიდა ფულს. როგორც ირკვევა, დავალიანება 6 მილიონი ჰქონდა და 4 მილიონს ვის უხდიდა, რაში უხდიდა დღემდე ვერავინ გაიგო. სამწუხაროდ, ვერც ნიკა გვარამიამ გაიგო და ვერც ეკა კვესიტაძემ. ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც პირდაპირ ჩართვაში ჰყავდათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ, დახმარებოდნენ და აეხსნათ საზოგადოებისთვის, მაგრამ თვითონაც ვერაფერი გაიგეს. ყველასთვის გაუგებარია ზოგადად, რა უნდა ამ ადამიანს", - განაცხადა კალაძემ.
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვაზე რასთან დაკავშირებით მისცა „ქართუ ბანკმა“ ომეგა ჯგუფს თანხა, კახა კალაძე აცხადებს, რომ ეს 2004 წელს მოხდა.
„მოსახლეობამ, რომ იცოდეს ეს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტია, რომელიც მისვამს შეკითხვებს და არ მოგცემთ შესაძლებლობას საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი იყო ხელისუფლებაში, წაართვა ტელეკომპანია ,,იბერია“ და მაშინ იყო როდესაც "ქართუმ" მისცა სესხი, ზუსტი თანხა არ მახსოვს და ეს გადამოწმებადია და შესაძლებელია მივიღოთ სწორი ინფორმაცია თუ როდის იყო გაცემული სესხი,“-განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ მას ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი „იმედის" ეთერით განცხადების გაკეთებას სთხოვდა, სადაც იტყოდა, რომ კომპრომატები, რომელიც გამოქვეყნდა ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, დადგმული იყო და მას ამის გაკეთება ნიკა გვარამიამ და მიხეილ სააკაშვილმა სთხოვეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


