მსოფლიო
უარი კირილიცაზე - ყაზახური ენის ანბანი ლათინურ გრაფიკაზე გადადის
ყაზახეთის პრეზიდენტმა - ნურსულტან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყაზახური ენის ანბანის კირილიციდან ლათინურ გრაფიკაზე გადატანის შესახებ.
გადასვლა ეტაპობრივად მოხდება და დასრულდება 2025 წლისთვის.
პრეზიდენტმა ასევე დაამტკიცა ლათინურ გრაფიკაზე დაფუძნებული ანბანის ახალი პროექტი. ახალ ანბანში 23 ასო იქნება, ხოლო კიდევ 8 ბგერის გადმოსაცემად შეთავაზებულია აპოსტროფის გამოყენება.
მოქმედი ყაზახური ენის ანბანში 42 ასო-ბგერაა, მათ შორის 9 სპეციალური.
ყაზახეთის მთავრობამ გადაწყვეტილება ანბანის კირილიციდან ლათინურზე გადატანის შესახებ 2017 წლის აპრილში გაახმოვანა. უკვე 2018 წლიდან იგეგმება საშუალო სკოლის სახელმძღვანელოების გამოშვება, რომელშიც ახალი ანბანი იქნება გამოყენებული.
ყაზახეთი მეხუთე ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც კირილიცაზე უარი თქვა. აქამდე მსგავსი ნაბიჯი გადადგეს აზერბაიჯანმა, მოლდოვეთმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა.
შუა აზიაში კირილიცაზე დაფუძნებული ანბანი მხოლოდ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში შემორჩა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


