კომენტარი
უახლოეს დღეებში შსს-ში უფრო მასშტაბური საკადრო ცვლილებები იგეგმება - ადვოკატი თენგიზ კახიძე
ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულის გიორგი ბერიძის ადვოკატი თენგიზ კახიძის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უახლოეს დღეებში მასშტაბური საკადრო ცვლილებები იგეგმება.
როგორც კახიძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ცვლილებები იმ პირებს შეეხება, რომლებიც ბათუმურ მოვლენებში უშუალოდ კავშირში იყვნენ. მისივე თქმით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი შეიცვლება.
„უახლოეს დღეებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უფრო მასშტაბური საკადრო ცვლილებები იგეგმება. ცვლილებები შეეხება იმ პირებს, ვისაც პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა ჰქონდა აქციის მსვლელობასთან. ამასთან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი და სხვა მაღალჩინოსანი პირები შეიცვლებიან. გოგნიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე დაახლოებით ერთი წელია იმყოფება“,- აცხადებს თენიგიზ კახიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


