კომენტარი
თვითონ ივანიშვილს არ აქვს სტაბილურობა და ვერც ექნება - ზაზა ოქუაშვილი (ვიდეო)
ვისაც ბიზნესი აქვს, ვინც მშრომელია, ვინც ბიზნესში მუშაობს, არავის აქვს სტაბილურობა. თვითონ ივანიშვილს არ აქვს სტაბილურობა და ვერც ექნება, იმიტომ, რომ ხალხის გონებაში მოხდება ამის გადამუშავება და ეგ მიიღებს პასუხს, - განაცხადა ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია ,,იბერიას“ ეთერში.
ბიზნესმენმა განამარტება გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაუგროვდა ,,ომეგა ჯგუფს“ საგადასახადო დავალიანება და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ საქმეში იმ ფაქტს, რომ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ვალის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
,,რესტრუქტურიზაცია არის კანონით მოწოდებული და მოცემული უფლება და საშუალება ყველა ფირმის, არამარტო ,,ომეგასი“, რომელსაც მილიარდები აქვს ბიუჯეტში შეტანილი.
იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტრო არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასში გაყიდული პროდუქტი აკრძალოს, ეს მხოლოდ ჩვენზე იყო გამიზნული, თორემ ახლა ფასი ორჯერ გაიზარდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შეგვეძლო გადაგვეხადა. მერე გაჩნდა ვალდებულება.
მოთხოვნა არის შესაბამისად რესტრუქტურიზაციაზე, რომელიც იანვრიდან აპრილამდე არ არსებობდა, შესაბამისი მუხლი პარლამენტს უნდა აღედგინა. ამიტომ იყო, დროებითი საშუალება ურთიერთობისა გამოყენებული კომპანიისა და ფინანსთა სამინისტროსი. რესტრუქტურიზაციის დროს აღარც ჯარიმა ეწერება, აღარც ფინანსთა სამინისტროს არ შეუძლია ამ მიზეზით გააჩეროს კომპანია. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში გამიზნულად გადაიდო რესტრუქტურიზაციის მუხლის შემოტანა რამდენიმე თვით (იანვრიდან აპრილის ჩათვლით), რომ არ ჰქონოდა ,,ომეგას“ რესტრუქტურიზაციის მოთხოვნის საშუალება“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
მისი თქმით, თუ რესტრუქტურიზაცია შესრულდებოდა, ფინანსთა სამინისტრო ,,ომეგას“ ასე როგორც ახლა ჰყავს გაჩერებული, ვერ გააჩერებდა.
,,ეს იყო სწორედ ჩანასახი და ჩაფიქრებული, რომ ნებისმიერ წუთში გაეჩერებინათ ფირმა, როგორც ახლა გააჩერეს. ,,ომეგა“ აქ არის აბსოლუტურად მართალი. ის, რომ რადგან მე მაქვს ძალაუფლება, რომ რადგან რესტრუქტურიზაცია არ მოგეცი, ამიტომ, ნებისმიერ მომენტში შემიძლია გაგაჩერო და ასე დაგტოვო, ეს არის აბსოლუტურად გამიზნული, მზაკვრული და მტრული მიდგომა, არამარტო ,,ომეგაზე,“ არამედ მთელ ბიზნესზე. მე ვიცი, რომ არავის, ვინც ამას უყურებს, ეს არ მოსწონს და ამის მომხრე არ არის. ვისაც ბიზნესი აქვს, ვინც მშრომელია, ვინც ბიზნესში მუშაობს, არავის აქვს სტაბილურობა. თვითონ ივანიშვილს არ აქვს სტაბილურობა და ვერც ექნება, იმიტომ, რომ ხალხის გონებაში მოხდება ამის გადამუშავება და ეგ მიიღებს პასუხს“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


