მსოფლიო
თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ლიდერის მკვლელობაში უკრაინას ადანაშაულებენ
თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ზახარჩენკოს მკვლელობაში დაკავებულმა პირებმა ამ საქმეში უკრაინული მხარის მონაწილეობა აღიარეს. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დმიტრი ტრაპეზნიკოვმა განაცხადა.
„რამდენიმე ადამიანი დაკავებულია. დაკითხვის შედეგად მათ დაადასტურეს უკრაინული მხარის მონაწილეობა მკველობაში“, -თქვა ტრაპეზნიკოვმა.
ზახარჩენკო გუშინ დონეცკში, კაფე „სეპარ“-ში აფეთქების შედეგად მოკლეს. დაახლოებით 10 ადამიანი დაშავდა. რუსულმა მხარემ და სეპარატისტულმა რესპუბლიკამ მომხდარში უკრაინა დაადანაშაულეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში კი განაცხადეს, რომ მკვლელობა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული უთანხმოების შედეგად მოხდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


