მსოფლიო
ტვიტერი Russia Today-ისა და Sputnik-ს თავიანთ გვერდებზე რეკლამებს დაუბლოკავს
კომპანია ტვიტერმა აუკრძალა რუსულ ტელეარხ Russia Today-სა (RT) და სააგენტო Sputnik-ს, აღნიშნულ სოციალურ ქსელში თავიანთი ყველა გვერდიდან რეკლამის გაშვება. კომპანიის განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში მედიასაშუალებების შესაძლო ჩარევას უკავშირდება.
„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ჩვენს კვლევას 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ და დაზვერვის დასკვნას, რომ Russia Today და Sputnik ცდილობდნენ, არჩევნების პროცესში ჩარეულიყვნენ რუსული მთავრობის ინტერესების სასარგებლოდ“, - განაცხადეს კომპანიაში.
ტვიტერის ინფორმაციით, რეკლამა დაუყოვნებლივ იქნება ბლოკირებული რუსული მედიასაშუალებების ყველა გვერდზე.
კომპანიამ ასევე პირობა დადო, რომ 2011 წლიდან მოყოლებული Russia Today-სა და Sputnik-ის რეკლამის გაყიდვიდან მიღებულ მოგებას (1.9 მილიონ დოლარს) საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს.
Russia Today-ის ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა ტვიტერის მოქმედება ამერიკულ სპეცსამსახურებს დაუკავშირა. მან არ გამორიცხა საპასუხო ზომების მიღება რუსეთის მხრიდან.
„სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, რომ ტვიტერს მართავენ ამერიკული სპეცსამსახურები, ეს შეთქმულების თეორია მეგონა. მაგრამ ტვიტერი თვითონ გამოტყდა ამაში. ძალიან სამწუხაროა. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამერიკული მედია რუსეთში, სავარაუდოდ, იგრძნობს რუსული საპასუხო ზომების მთელ „სინაზეს“ “, - თქვა სიმონიანმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


