მსოფლიო
თურქულმა სასამართლომ სამხედრო გადატრიალების მონაწილეების მხარდაჭერის ბრალდებით 6 ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
თურქულმა სასამართლომ 6 ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ისინი 2016 წლის სახელმწფიო გადატრიალების მონაწილეების მხარდაჭერაში არიან ბრალდებული.
ეკონომიკის პროფესორსა და ჟურნალისტს მეჰმეტ ალტანსა და მის ძმას აჰმეტს, ასევე ჟურნალისტს, ბრალი წაუყენეს იმაში, რომ ისინი ამბოხებამდე ერთი დღით ადრე დაშიფრულ შეტყობინებებს აწვდიდნენ ერთ-ერთი ტოქშოუს მეშვეობით.
6-ვე ჟურნალისტი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
განაჩენმა სერიოზული კრიტიკა გამოიწვია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, როგორებიცაა გაერო და ეუთო. აღნიშნული ფაქტი შეფასებულია, როგორც „მიუღებელი და უპრეცედენტო შეტევა გამოხატვის თავისუფლებასა და მედიაზე თურქეთში“.
როიტერსის ინფორმაციით, არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ 50 000 ადამიანი ციხეში ჩასვეს, ხოლო 150 000 კი სამსახურიდან გაუშვეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


