მსოფლიო
თურქეთში ვიკიპედია დაბლოკეს
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ონლაინ-ენციკლოპედია "Wikipedia" დაბლოკა.
ინფორმაციას ბიბისი თურქეთის ინტერნეტ მონიტორინგის საზოგადოებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საბჭომ მიიღო.
ამასთან, ვიკიპედიაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ოფიციალური მიზეზი არ სახელდება.
ვიკიპედიას ნებისმიერი ენის ვერსიაზე წვდომა თურქეთში დღეიდან აიკრძალა.
აღსანიშნავია, რომ 17 აპრილს ვიკიპედიას დაუდგენელმა მომხმარებელმა იმ ინგლისურენოვანი სტატიის შინაარსი შეცვალა, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ეხებოდა.
"რეჯეპ ტაიპ ერდოღანი - თურქი დიქტატორი, რომელიც 2014 წლიდან იკავებს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას," - ნათქვამი იყო შესწორებულ ტექსტში.
ნინო ექვთიმიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


