მსოფლიო
თურქეთში ვერცერთი დამნაშავე ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას- ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი გამოეხმაურა “სტამბოლელი მსროლელის“ დაკავების ფაქტს. მისი თქმით, თურქეთში მომხდარი ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთილი იქნება, ხოლო დამნაშავეები პასუხს აგებენ:
“თურქეთში ვერცერთი დამნაშავე ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. სამართლებრივ სახელმწიფოში დამნაშავეები პასუხს აგებენ. ორტაკეის რაიონში ტერორისტის დაკავება აჩვენებს თურქეთის მიდგომას უსაფრთხოების საკითხის მიმართ“,- განაცხადა ერდოღანმა.
დღეს სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განცხადა, რომ დაკავებულია “სტამბოლელი მსროლელი“, რომელიც ახალ წელს თავს დაესხა ღამის კლუბს. ის უზბეკეთის მოქალაქე აბდულკადირ მაშარიპოვი აღმოჩნდა, რომელმაც დანაშაული აღიარა.
ღამის კლუბ “Reina“-ზე მომხდარ თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა,10-ობით კი დაშავდა.
თურქეთის მთავრობამ თავდასხმას ტერაქტი უწოდა. მოგვიანებით ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული მოქმედებების გამო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


