მსოფლიო
თურქეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა - 24 ადამიანი დაიღუპა, 318 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს
თურქეთის დასავლეთში, ტეკირდაგის პროვინციაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა რეჯეფ აქდაგმა განაცხადა.
მისივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს, ადგილობრივი დროით 6:00 საათზე დასრულდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლის 5 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა.
ტეკირდაგის გუბერნატორის მეჰმეთ ჯეილანის თქმით, კატასტროფა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
სამგზავრო მატარებელს 362 მგზავრი გადაჰყავდა და სარკინიგზო სამსახურის 6 თანამშრომელი, რომლებიც ედირნიდან სტამბულში მიემგზავრებოდნენ.
ჯანდაცვის მინისტრის, აჰმეთ დემირჯანის თქმით, საავადმყოფოში 318 მგზავრი გადაიყვანეს, აქედან 124 სტაციონარულ მკურნალობას გადის.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


