მსოფლიო
თურქეთში რეფერენდუმის შედეგებს აქციებით აპროტესტებენ
თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს აქციებით აპროტესტებენ.
გვიან ღამით, სტამბოლის ქუჩებში ასეულობით ადამიანი გამოვიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ათასი დემონსტრანტი ქალაქის ევროპულ ნაწილში, ბეშიკტაშის რაიონში შეიკრიბა, სტამბოლის აზიურ ნაწილში კი, 2 ათასი ადამიანი გამოვიდა.
აქცია-მსვლელობა ქვეყნის უმაღლესი საარჩევნო საბჭოსკენ გაიმართა, დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ლოზუნგი „ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოლებთ ფაშიზმის წინააღმდეგ“.
აქციები სტამბოლის გარდა, თურქეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ანტალიაში 13 ადამიანი დააკავეს.
თურქეთის ოპოზიცია რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას ითხოვს და კენჭისყრის დროს დაშვებულ დარღვევებზე მიუთითებს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ თურქეთის საარჩევნო კომისიამ მილიონზე მეტი ბიულეტენი ჩათვალა, რომელსაც შესაბამისი ბეჭედი აკლდა.
თავად ქვეყნის პრეზიდენტი დარღვევებს უარყოფს.
ეუთოში განაცხადეს, რომ რეფერენდუმი ევროპის საბჭოს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, თურქეთში 16 აპრილს გაიმართა. მოსახლეობის 51%-მა მხარი პრეზიდენტის უფლებამოსილების გაძლიერებას დაუჭირა.
მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


