მსოფლიო
თურქეთში პრეზიდენტის უფლებამოსილების გაძლიერებისთვის კონსტიტუციის შეცვლა იგეგმება
თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით, პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს.
კანონპროექტის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უფლებამოსილება ძლიერდება, თურქეთი კი, საფრანგეთის მსგავსად, საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდება.
ამგვარი რეფორმის საჭიროებაზე, თურქეთის პრეზიდენტი გაპრეზიდენტებისთანავე, ორი წლის წინ დაიწყო საუბარი.
BBC წერს, რომ კანონპროექტის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ცვლილება ქვეყნის მართვას გააადვილებს.
თავად, ერდოღანმა განაცახდა, რომ თუ პარლამენტი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას მხარს დაუჭრეს, საკითხს რეფერენდუმზე 2017 წელს გაიტანს.
ქვეყნის პრემიერმა, ბინალი ილდირიმმა კი განაცხადა, რომ ცვლილება ქვეყანას გადატრიალებების მცდელობებისგან იხსნის.
ინიციატივის მოწინააღმდეგეები ხაზს უსვამენ, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შედეგად, მმართველობა მთალიანდ ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდება.
ისინი იმ მასობრივ დაპატიმრებებს იხსენებენ,რომელიც არშემდგარი გადატრიალების შემდეგ, მოიცვა მთელი ქვეყანა და მსგავს რამეს, არც მომავალში გამორიცხავენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


