მსოფლიო
თურქეთში ღამის კლუბის თავდასხმაზე ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
თურქული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს სტამბულის ღამის კლუბის ტერაქტზე ეჭვმიტანილი პირი.
წინასწარი მონაცემებით, ვარაუდობენ, რომ თავდასხმელია უზბეკი აბდულკადირ მაშარიპოვი.
ეჭვმიტანილი სტამბულის რაიონ ესენიურტში დააკავეს.
ტელეარხ TRT - ის ინფორმაციით, მასთან ერთად იყო მისი 4 წლის ვაჟი. ტელეკომპანია NTV კი აცხადებს, რომ მაშარიპოვი დააკავეს მისი ყირგიზი მეგობრის სახლში.
მედიაში ასევე ვრცელდება მამაკაცის ფოტო სახეზე სილურჯეებითა და სისხლის კვალით.
მედიის ინფორმაციით, დაკავებული ბინას ქირაობდა თურქეთის ქალაქ კონიაში ცოლთან და ორ შვილთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა ღამის კლუბ Reina-ში მყოფ ადამიანებს. შემთხვევას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ობით კი დაშავდა.
თურქეთის მთავრობამ თავდასხმას ტერაქტი უწოდა. მოგვიანებით ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ ეს იყო შურისძიება თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული მოქმედებების გამო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


