მსოფლიო
თურქეთში ავარიის შედეგად, სავარაუდოდ, 17 არალეგალი მიგრანტი დაიღუპა
თურქეთში, იგდირის პროვინციაში, ავარიის შედეგად სულ მცირე 17 ავღანელი, პაკისტანელი და ირანელი არალეგალი მიგრანტი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ „ანადოლუმ“ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრებს ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლისას დიდი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი შეეჯახათ, რომელსაც ასევე არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა.
როგორც ცნობილია, მიკროავტობუსში 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, 17 მათგანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა.
არალეგალები მიკროავტობუსით ყარსში მიემგზავრებოდნენ.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


