მსოფლიო
თურქეთში აკვაპარკში ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია
თურქეთის ქალაქ აკიაზის აკვაპარკში დენის დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მოზარდია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი იყო აკვაპარკის მფლობელის ვაჟი.
დაღუპული ბავშვების ასაკი 12,15 და 17 წელია.
მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად დენმა წყალში მყოფ სამ ბავშვს დაარტყა, შემდეგ კი, აკვაპარკის მენეჯერმა და მისმა ვაჟმა შეეცადნენ ბავშვების დახმარებას, თუმცა დენმა მათაც დაარტყა.
ხუთივე საავადმყოფოში იქნა მიყვანილი, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.
უცნობია, როგორ აღმოჩნდა აკვაპარკის აუზი ძაბვის ქვეშ.
პოლიცია მომხდარს იძიებს.
მონიკა დალიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


