მსოფლიო
თურქეთსა და ამერიკას შორის სავიზო კრიზისი სამხედრო ოპერაციებზე გავლენას არ ახდენს - პენტაგონი
პენტაგონის პრეს-სპიკერის, პოლკოვნიკ რობერტ მენინგის განცხადებით, თურქეთსა და ამერიკას შორის შექმნილი სავიზო კრიზისი ერთობლივ სამხედრო ოპერაციებზე გავლენას არ იქონიებს.
ამის შესახებ მენინგმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თურქეთი ჩვენი ძლიერი პარტნიორი და ნატო-ს უახლოესი მოკავშირეა. ვადასტურებთ, რომ აღნიშნული მოვლენები ჩვენს ერთობლივ ოპერაციებზე გავლენას არ იქონიებს“,-აღნიშნა მენინგმა.
მისი თქმით, ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული თურქული სამხედრო საჰაერო ძალების ელემენტები ნატო-სა და კოლიაციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას განაგრძობენ.
„ჩვენი ოპერაციები „დაეშის“ წინააღმდეგ, რომელიც ინჯირლიკიდან და თურქეთის სხვა ბაზებიდან იმართება, გრძელდება მჭიდრო კოორდინაციაში. ჩვენი ერთობლივი და ცალკეული ოპერაციები მომავალშიც მჭიდრო კოორდინაციაში გაგრძელდება“,-განმარტა პოლკოვნიკმა.
ამერიკასა და თურქეთს შორის დიპლომატიური კრიზისი უკავშირდება სტამბოლში მდებარე ამერიკის საკონსულოს თანამშრომლის დაკავებას, რომელსაც თურქეთი 2016 წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების მონაწილეობაში ადანაშაულებს.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


