მსოფლიო
თურქეთმა ქვეყნიდან 100 ათასამდე არალეგალი სომეხი უნდა გააძევოს - თურქი ოპოზიციონერი
თურქეთის „დიდი ერთობის პარტიის“ ლიდერის მუსტაფი დესტეჯის განცხადებით, თურქეთმა ქვეყნიდან ყველა არალეგალი სომეხი უნდა გააძევოს.
ამის შესახებ Trend.az თურქულ სააგენტო Doğan-ზე დაყრდნობით წერს.
დესტეჯის თქმით, თურქეთში 100 ათასამდე არალეგალი სომეხი იმყოფება.
„თურქეთში ეთნიკური სომხები ცხოვრობენ, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. ამასთან, თურქეთში 100 ათასამდე არალეგალი სომეხი ჩამოვიდა - სომხეთის მოქალაქეები არიან. სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტირიის ოკუპაცია მოახდინა, გენოციდი ჩაიდინა, მუდმივად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმს. და ჩვენ უნდა სომეხი არალეგალი მიგრანტები უნდა შევინახოთ?! ეს დაუშვებელია“,-განაცხადა პოლიტიკოსმა.
პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ თურქეთი აზერბაიჯანს არ მიატოვებს.
„თურქეთი სომხეთთან კონტაქტზე არ უნდა წავიდეს, ვიდრე ერევანი გენოციდსა და ჟღლეტაზე ბოდიშს არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის. იქამდე, თურქეთმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გახსნას სომხეთთან საზღვარი“,-განაცხადა დესტეჯიმ.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


