მსოფლიო
თურქეთმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა
თურქეთმა პირველი სამამულო წარმოების ბალისტიკური რაკეტების „GÖKDOĞAN“- სა და „BOZDOĞAN“ -ს სატესტო გაშვება, სინოპის სამხედრო ბაზიდან, წარმატებით განახორციელა. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუმ“ გაავრცელა.
სატესტო რაკეტებიდან პირველი მცირე და საშუალო რადიუსის მოქმედებისაა, მეორეს კი დიდ მანძილზე მიზნის განადგურება შეუძლია.
„GÖKDOĞAN“ - სა და „BOZDOĞAN”-ის შემუშავების პროექტის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება, რის შემდეგაც, ამ რაკეტების სერიული წარმოება დაიწყება.
აღნიშნული რაკეტები პირველად, 2017 წელს სტამბოლში, თავდაცვითი წარმოების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


