მსოფლიო
თურქეთის უნივერსიტეტთან ტერაქტი მოხდა, არიან დაღუპულები
თურქეთის ქალაქ კაისერიში მდებარე უნივერსიტეტთან ტერაქტი მოხდა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 8:45-ზე მოხდა.
ტერაქტის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა ამ დროისთვის მათი ზუსტი რიცხვი არ სახელდება.
სააგენტო İhlas-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტთან დანაღმული ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როდესაც მას სამხედროებით სავსე ავტობუსმა ჩაუარა.
ადგილზე მაშველები და სამედიცინო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
შეგახსენებთ, რომ უკანსკნელი ტერაქტი თურქეთში 10 დეკემბერს სტამბოლში მოხდა.
განხორციელებული ორი აფეთქების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „ქურთისთანის თავისუფლების ქორებმა“ აიღეს.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


