მსოფლიო
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ნატო ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიკრი იშიკმა ნატო სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგთან მიმართებაში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ იშიკმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი აზრით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ამ მიმართულების გაძლიერებით უნდა დაკავდეს.
„ნატოს სამხრეთის მხარესთან დაკავშირებით საკუთარი ვალდებულებები დღემდე არ აქვს შესრულებული. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს უახლოეს დროში გამოსწორდება“,-აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.
იშიკმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსმა „თავდაცვისუნარიანობა და შეკავების პოტენციალი არ უნდა დაკარგოს“. მისი თქმით, ასეთი ამოცანა უნდა განხორციელდეს არამარტო აღმოსავლეთის, არამედ სამხრეთის მიმართულებითაც.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


