მსოფლიო
თურქეთის პროკურატურამ 243 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის პროკურატურამ თურქეთის შეიარაღებული ძალების 243 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა ქვეყნის 54 პროვინციაში.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ის თქმით, მასშტაბური დაკავებები ივლისის “არშემდგარი“ გადატრიალების გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
ოთხშაბათს Anadolu-მ, პროკურატურაზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ ეჭვმიტანილები სავარუდოდ იყენებდნენ მობილურ აპლიკაცია Bylock-ს. თურქული ხელისუფლების თქმით, ამ პროგრამას ამერიკაში გადახვეწილი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერები იყენებენ დაშიფრული მესიჯების გასაგზავნად.
Anadolu-ის ინფორმაციით, “არშემდგარი“ გადატრიალების შემდეგ ოფიციალურად 37 000 ადამიანზე მეტი იყო დაკავებული, 100 000-მდე სახელმწიფო მოხელე სამსახურებიდან დაითხოვეს.
ანკარამ გადატრიალებაში ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. თურქეთის მთავრობა ამ დრომდე ითხოვს აშშ-ისგან გიულენის ეკსტრადირებას.
2016 წლის 16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. შეტაკებები სტამბოლსა და ანკარაში მოხდა, რასაც 240 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


