მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის განცხადება „გაუმართლებელია“ - ანგელა მერკელი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბუნდესტაგში, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, გერმანია „ნაცისტურ პრაქტიკას“ იყენებს.
ანგელა მერკელის თქმით, ეს განცხადება „გაუმართლებელია“.
მისივე განცხადებით, ორ ქვეყანას შორის „ღრმა განსხვავებები“ წარმოიშვა, რომლის აღმოსაფხვრელადაც დიდი ძალისხმევაა საჭირო.
მერკელის თქმით, ერდოღანის განცხადება „ძალიან სამწუხარო და უადგილოა“ და მას „არავითარი გამართლება არ აქვს.“
მერკელმა გერმანულ-თურქულ ურთიერთობებზე მუშაობის პირობა დადო, „თუმცა გერმანიის ღირებულებებისა და ფასეულობების საფუძველზე.“
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანია „ნაცისტურ ქმედებებში“ დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თურქ მინისტრებს აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა.
ანკარაში, „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტის დაკავების გამო აღშფოთების ზრდის ფონზე, გასულ კვირას, გერმანიის ხელისუფლებამ თურქულ დიასპორას ორი აქციის ჩატარების ნება არ დართო.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


