მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა „თურქული ნაკადის“ მშენებლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
თურქეთის პარლამენტმა, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ მშენებელობასთან დაკავშირებით, რუსეთთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
მედიის ინფორმაციით, შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 210-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგი იყო, 6-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
პროცედურულად, ამიერიდან კანონს ხელი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უნდა მოაწეროს, რის შემდეგ იგი ოფიციალურ გამოცემა Resmi gazete-ში უნდა გამოქვეყნდეს და შემდეგომ ძალაში შევიდეს.
რუსეთმა და თურქეთმა პროექტ „თურქულ ნაკადთან“ დაკავშირებით მთავრობათაშორის შეთანხმებას ხელი 10 ოქტომბერს მოაწერეს.
დოკუმენტი შავი ზღვის ფსკერიდან გაზსადენის ორი საკვანძო მილის მშენებლობას ითვალისწინებს, თითო მილის 15,75 მილიარდი კბ/მ გაზს გაატარებს.
ერთი მილით გაზი უშუალოდ თურქეთს მიეწოდება, მეორე საკვანძო მილით, კი თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში მოხვდება.
მეორე მილის პროექტის რეალიზება ევროპის ქვეყნების დაინტერესების შესაბამისად იქნება რეალიზებული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


