მსოფლიო
თურქეთის მორიგი პასუხი აშშ-ს - ანკარამ ამერიკულ ალკოჰოლზე, თამბაქოსა და მანქანებზე ტარიფები გაზარდა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განკარგულებით, ამერიკულ ალკოჰოლზე, თამბაქოზე, მანქანებზე, ბრინჯსა და ზოგიერთ კომსეტიკურ საშუალებაზე, როგორიცაა მზის დამცავი კრემი, ტარიფები გაიზარდა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია „აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ წინასწარგანზრახული თავდასხმით თურქეთის ეკონომიკაზე“.
პარასკევს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა შურს იძიებს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაზრდისთვის.
გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი ბოიკოტს გამოუცხადებს ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას და იზრუნებს, რომ ის ჩანაცვლდეს ადგილობრივი ნაწარმით.
აშშ-სა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც ანკარამ ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე უარი თქვა. ამას მოჰყვა ფინანსური საქნციები აშშ-ის მხრიდან, რაც უარყოფითად აისახა თურქულ ლირაზე და მისი გაუფასურება გამოიწვია.
გარდა ამისა, თურქეთსა და აშშ-ის შორის კონფლიქტის მიზეზებს წარმოადგენს აშშ-ის მიერ სირიელი ქურთების მხარდაჭერა და თურქეთის ხელისუფლების მიერ 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეთჰულა გიულენის საკითხი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


