მსოფლიო
თურქეთი მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებებზე - მევლუთ ჩავუშოღლუ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა მზადაა აშშ-სთან ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხები განიხილოს, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მუქარა.
აშშ-სა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც ანკარამ ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე უარი თქვა. ამას მოჰყვა ფინანსური სანქციები აშშ-ის მხრიდან, ასევე გადასახადების გაზრდა თურქულ ალუმინსა და ფოლადზე, რაც უარყოფითად აისახა თურქულ ლირაზე და მისი გაუფასურება გამოიწვია.
ამაზე საპასუხოდ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ბოიკოტს გამოუცხადებს ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას და იზრუნებს, ჩაანაცვლოს ის ადგილობრივი ნაწარმით. გარდა ამისა, გუშინ, თურქეთის პრეზიდენტის განკარგულებით, თურქეთმა გაზარდა გადასახადები ამერიკულ თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ბრინჯზე, ავტომანქანებსა და ზოგიერთ კოსმეტიკაზე.
გარდა ამისა, თურქეთსა და აშშ-ის შორის კონფლიქტის მიზეზებს წარმოადგენს აშშ-ის მიერ სირიელი ქურთების მხარდაჭერა და თურქეთის ხელისუფლების მიერ 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეთჰულა გიულენის საკითხი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


