მსოფლიო
თურქეთი ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტს გამოუცხადებს - რეჯეფ ტაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ბოიკოტს გამოუცხადებს ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთში იმპორტირებული პროდუქციის მაგივრად იქნება წარმოებული უკეთესი ხარისხის ადგილობრივი პროდუქცია, რომლის ექსპორტი მოხდება.
ერდოღანის მტკიცებით, აშშ თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ თავდასხმას ახორციელებს.
„ისინი თავს არ იკავებენ იმისგან, რომ ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკა იარაღად არ გამოიყენონ, როგორც ამას ცდილობდნენ დიპლომატიაში, სამხედრო სფეროში, ან სოციალური და პოლიტიკური არასტაბილურობის მათი მცდელობები“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 40%-ზე მეტით გაუფასურდა, რისი მიზეზი გახდა აშშ-ს მიერ თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგება.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ამერიკელი პასტორის დაკავებამ გამოიწვია.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


