კომენტარი
თუკი რამდენიმე ადამიანს მიეცა გარკვეული ქონების შეძენის საშუალება, მათ ასევე უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, განმარტონ ამ ქონების წარმომავლობა - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიაში მაღალჩინოსანთა ძვირადღირებული სასახლეების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს უნდა მიეცეს განმარტების გაკეთების საშუალება.
„სიტყვა კორუფციას ძალიან მყარი მტკიცებულება სჭირდება, მით უმეტეს, როცა არის მიბმული სიტყვა ელიტურ კორუფციასთან. თუკი რამდენიმე ადამიანს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული ქონება შეეძინათ, მათ ასევე უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ განმარტონ, საჭიროების შემთხვევაში მშვიდ და საქმიან ვითარებაში, ამ ქონების წარმომავლობა“, - განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, ფეშენებელური სასახლეები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს ან ოჯახის წევრებს ეკუთვნით და რომლებიც 2012 წლის შემდეგ არის აშენებული „კურიერის“ კამერამ დააფიქსირა.
სასახლეების ნაწილი თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებზეა გაფორმებული, ნაწილი მათი ოჯახის წევრებზე, ნაწილი ნომინალურ მფლობელებზე, რომლებსაც სხვა არანაირი ქონება არ გააჩნიათ, თუმცა ძვირადღირებულ სახლებს მაინც ხელისუფლებს წარმომადგენლებს უთმობენ საცხოვრებლად. თანამდებობის პირების ქონება კი დრამატულ ზრდას 2012 წლის შემდეგ იწყებს, ანუ მას შემდეგ რაც ამ ადამიანებმა სახელისუფლებო სავარძლებში გადაინაცვლეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


