კომენტარი
თუკი რაიმე არის სადაო და საორჭოფო საკრებულოს მუშაობაში, ამას შესაბამისი უწყებები განსაზღვრავენ - გიორგი ალიბეგაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული თბილისის საკრებულოს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს გამოეხმაურა.
როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თუკი რაიმე არის სადაო და საორჭოფო საკრებულოს საქმიანობაში, ამას შესაბამისი უწყებები განსაზღვრავენ.
„ჩვენი საკრებულოს წევრები ყოველთვის კეთილსინდისიერად ავსებენ დეკლარაციებს. თუკი არის რაიმე ხარვეზი, არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც შეისწავლის საკითხს და ხარვეზი აღმოიფხვრება.
საკრებულო არის კოლეგიალური ორგანო, აქ მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება და თავისთავად იგულისხმება, რომ საკრებულო აგებს პასუხს ყველა გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე არის სადაო, საორჭოფო ეს უკვე სხვა უწყებების განსასაზღვრია“,-აღნიშნა ალიბეგაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


