კომენტარი
თუკი დეპუტატის უფლებები შეიზღუდა რეაგირება გვექნება - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაინტერესდება შეიზღუდა თუ არა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დეპუტატების უფლებები და საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გუშინ მომხდარ ინციდენტზე დეტალები არ იცის.
„რაც შეეხება მერიაში შეშვების საქმეს, თუკი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის საფრთხე, ეს შეიძლება შესაბამისი შეზღუდვის საფუძველი გამხდარიყო, თუმცა, დეტალები არ ვიცი. თუკი დეპუტატის უფლებები შეიზღუდა, ამით დავინტერესდები და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება გვექნება“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, რომლის დროს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
საპატრულო პოლიციამ ექვსი პირი დააკავა.
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს მიერ 29 სექტემებერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა,რომლის მიხედვით, სოლოლაკის ქედისა და თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთისათვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლა მოხდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


