კომენტარი
თუკი ბუნებრივი პირობები ხელს შეგვიწყობს, უახლოეს საათებში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იქნება - გიორგი მღებრიშვილი
ბორჯომში, ხანძრის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა.
მღებრიშვილი ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობს.
როგორც მინისტრმა მედიას განუცხადა, ამ ეტაპისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. მისი თქმით, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
„ამ ეტაპისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. მიმდინარეობს უკვე ხანძრის ლიკვიდაცია. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონიდან დავახმარეთ ადგილობრივებს, სამაშველო სამსახურებსა და სახანძროს ჩვენი თანამშრომლები. ბიჭებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს, მიუხედავად რელიეფის საკმაოდ რთული მდებარეობისა. ასევე, ხანძრის გავრცელებას ძალიან უწყობდა ხელს ქარი და თუკი ბუნებრივი პირობები ხელს შეგვიწყობს, უახლოეს საათებში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იქნება“,- განაცხადა მღებრიშვილმა.
ბორჯომში, სოფელ დაბასთან ხანძარი გუშინ გაჩნდა.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაობები.
დილის 06:00 საათიდან ადგილზე ვერტმფრენი და სამაშველო სამსახურებმა განაგრძეს მუშაობა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


