კომენტარი
თუ ვინმეს მოკვლას გაბედავდნენ მოკლავდნენ სხვას და არა პატრიარქს - დედა სიდონია
დედა სიდონიას განცხადებით, მისთვის დაუჯერებელია, რომ მამა გიორგი მამალაძე იმ დანაშაულის ჩადენას ცდილობდა, რომელშიც მას პროკურატურა ადანაშაულებს.
როგორც დედა სიდონიამ განაცხადა, მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირია და მისი დანაშაულის არც პატრიარქს არ სჯერა.
,,მამა გიორგი არის საკმაოდ საღად მოაზროვნე და გაწონასწორებული, საკმაოდ კეთილგანწყობილი და მე პირადად ვერ ვიჯერებ, რომ მამა გიორგის შეეძლო ეს გაეკეთებინა. თუ ვინმეს მოკვლას გაბედავდნენ მოკლავდნენ სხვას და არა პატრიარქს. არანაირი საჭიორება და მიზანი არ შეიძლება ყოფილიყო ეს მათთვის.
თუ ვამბობთ, რომ პროკურატურას გამოძიება არ დაუსრულებია ვერ ვიტყვით, რომ მან დანაშაულის პრევენცია მოახდინა. ჩემთვის პირადად საინტერესო ის არის, რომ საპატრიარქოს და სასულიერო პირების მიმართ ასეთი უტრირებული აქცენტები კეთდება. მაგალითად, ბოლო დროს იყო მეუფე სერაფიმეზე, მამა ალექსანდრე გალდავაზე, მამა თეოდორე გიგნაძეზე. მე ვისურვებდი, რომ სახელმწიფო განვითარდეს, ძალიან ბევრი პრობლემაა და ამაზეც გააკეთონ აქცენტი და არ მოხდეს თემის გადატანა, თორემ მე არ ვამბობ, რომ რაც დანაშაულია, არ უნდა შეეხონ. საპატრიარქოს დისკრედიტაცია თუ ხდება ეს შიგნიდან ხდება, თუმცა ბოლო დროს აქცენტების გადატანა სახელმწიფოს ნაცვლად სასულიერო პირებზე ხდება.
მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირია და პატრიარქს არ სჯერა ეს“- განაცხადა დედა სიდონიამ.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


