კომენტარი
თუ ვამბობთ, რომ გიორგი გაბუნიას აქვს სიტყვის თავისუფლება, ასევე საპატრიარქოს შეიძლება ჰქონდეს თავისი აზრის გამოხატვის უფლება - სოფიო კილაძე
მედია არის თავისუფალი და გარანტირებული, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ გიორგი გაბუნიას აქვს თავისი სიტყვის თავისუფლება, ასევე საპატრიარქოს და მის წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ თავისი აზრის გამოხატვის უფლება,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ და აქვე დასძინა, რომ გამორიცხავს, ხელისუფლების მხრიდან ყველანაირ ზეწოლას „რუსთავი 2-ის“ მიმართ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ღვთისმშობელთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის კომენტარს და საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საპატრიარქო „რუსთავი 2-ს“ ბოიკოტს უცხადებს.
სოფო კილაძემ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა.
„ჩვენთან იყო შემოსული კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით და ამაზე ვთქვით, რომ ამ ფორმით ამ კანონს მხარს ვერ დავუჭერდით იმიტომ, რომ სუბიექტური ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლეოდა. ჩვენ კონკრეტული არგუმენტების გათვალისწინებით და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებით, ნებისმიერ საკითხთან მიმართებით რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


