კომენტარი
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასოფლო-სამეურნეო მიწას არ დაამუშავებს, მის მიმართ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს - ოთარ დანელია
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასოფლო-სამეურნეო მიწას არ დაამუშავებს, მის მიმართ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონპროექტის ავტორის თქმით, საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.
„45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საკუთრებაშია. ჩვენ მათ დავავალდებულებთ, რომ ათვისებულ იქნას ეს მასივები. მოხდეს მიზნობრივი ათვისება სავარგულების, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი მოცდენილია“, – განაცხადა ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში ბიზნესომბუდსმენთან, ბანკების ხელმძღვანელ პირებთან და ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


