კომენტარი
თუ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს გიორგი მარგველაშვილი, მეც რომ დავაყენო ჩემი კანდიდატურა, ადვილად მოვუგებ - რევაზ არველაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დაამარცხებდა.
„დარწმუნებული ვარ, თუ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს გიორგი მარგველაშვილი, მეც რომ დავაყენო ჩემი კანდიდატურა, ადვილად მოვუგებ. მე ვარ ძლიერი. რაც შეეხება ღლაპების ხსენებას, როგორ შეიძლება, ამაზე რაიმე კომენტარი გააკეთო? ეს იმაზეა დამოკიდებული, ადამიანი როგორ არის გაზრდილი,.ღლაპების თქმა ადამიანის შინაგან კულტურაზე მეტყველებს“, – განაცხადა არველაძემ პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
დეპუტატი პრეზიდენტის სასახლის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უკვე ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ამხელა სასახლე არ სჭირდება.
„განსაზღვრული იყო, სასახლე სად უნდა ყოფილიყო გადატანილი. მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, სასახლე გრანდიოზული ყოფილიყო და საქართველოს პრეზიდენტის მოქმედი სასახლე უფრო დიდია, ვიდრე თეთრი სახლი ამერიკაში. არ ვიცი, შემდეგი პრეზიდენტი რას გადაწყვეტს და მისი რეზიდენცია სად იქნება, მაგრამ სავსებით საკმარისია თბილისში, ათონელის ქუჩაზე არსებული სასახლე“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


