მსოფლიო
თუ საჭირო გახდა, დონალდ ტრამპი ახალ სამხედრო დარტყმას განახორციელებს - ნიკი ჰეილი
„იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სირიაში ახალი სამხედრო დარტყმის განხორციელება დასჭირა, ის ამას გააკეთებს“.
ამის შესახებ გაეროში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ CNN-თან საუბარში განაცხადა.
„ის ამაზე არ გაჩერდება. თუ დამატებითი ქმედებები გახდა საჭირო, ის მოიმოქმედებს“,-განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, სირიაში ვითარების პოლიტიკური მოგვარების ვარიანტები არ არსებობს.
„არ არსებობს ვარიანტები, რომ პოლიტიკური მოგვარება მოხდეს, ვიდრე ასადი რეჟიმის სათავეშია. თუ მის ქმედებას, შექმნილ ვითარებას გადავხედავთ, რთულია წარმოიდგინოთ მთავრობა, რომელიც იქნება მშვიდობიანი და სტაბილური. ვფიქრობთ, რეჟიმის შეცვლა მოხდება“,-განაცხადა ნიკი ჰეილიმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, სირიის იდლიბის პროვინციაში სამთავრობო ძალებმა ქიმური იარაღი გამოიყენეს. იერიშის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა, მათ შოროს 22 ბავშვია.
საპასუხოდ, დონალდ ტრამპის ბრძანებით, სირიის სამხედრო ბაზის მისამართით საიდანაც, პენტაგონის მტკიცებით, განხორციელდა ქიმიური იერიში, 60-მდე რაკეტა იქნა გაშვებული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


