კომენტარი
თუ ქართული არხები არ იქნება, ვის რაში სჭირდება ეს საკაბელოები - რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საკაბელო ტელევიზიების კავშირში შემავალი კომპანიების მიერ რამდენიმე ტელევიზიის გათიშვას.
"საკაბელოებმა რუსთავი, იმედი და კიდევ რამდენიმე ქართული არხი გათიშეს. ფულის გადახდა არ გვინდაო. როგორც ვიღებდით მუქთად დღემდე, ასევე გვაჩუქეთ თქვენი პროდუქციაო.
ნაცვლად იმისა, რომ ერთი-ორი კრემლის პროპაგანდისტული არხი არ იყიდონ და ამ დაზოგილი ფულით ქართული არხების სიგნალი შეიძინონ, მუქთად უნდათ ეს ყველაფერი.
თუ ქართული არხები არ იქნება, ვის რაში სჭირდება ეს საკაბელოები. გათიშვები და ზარალი მერე ნახეთ. მე ნამდვილად არ დავიტოვებ არცერთს. დღეს მრავალი ალტერნატივა არსებობს სასურველი არხების ყურების", - წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
საკაბელო ტელევიზიების კავშირში შემავალმა კომპანიებმა სატესტო რეჟიმში რამდენიმე ტელეარხი გათიშეს. ესენია "რუსთავი 2“, "კომედი არხი“, "მარაო“, "იმედი“, "მაესტრო" და "ჯიდიესი“.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


