კომენტარი
თუ მთავარ პროკურორს კვლავ მოქმედი თეა წულუკიანი წარადგენს, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი - ანა ნაცვლიშვილი
თუ მთავარ პროკურორს კვლავ მოქმედი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარადგენს, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მთავარი პროკურორის წარდგენის წესი და პროცედურა ხარვეზიანია და კანონმდებლობა ამ მიმართულებით ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა მისივე თქმით, როგორც მოქმედი იუსტიციცის მინისტრის პირობებში არც წესის ცვლილებას აქვს აზრი.
„მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მთავარ პროკურორობის კანდიდატებს იუსტიციის მინისტრი წარადგენს. არცთუ დიდი ხნის წინ ძალიან ფართო ჯგუფი ითხოვდა იუსტიციის მინისტრის გადადგომას. ეს არის მინისტრი, რომელმაც ვერც ერთი რეფორმა წარმატებით ვერ გაატარა. ის არის პასუხისმგებელი მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და ბევრ წარუმატებელ პროცესზე. ხელისუფლებამ ამ მოთხოვნას უნდა უპასუხოს და თეა წულუკიანი არ უნდა იყოს პროცესში ჩართული, თუ ის წარადგენს მთავარ პროკურორს, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


