კომენტარი
თუ მხოლოდ იმის შეცვლა უნდათ, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას პარლამენტის მიერ, ეს მიუღებელი იქნება - თამარ კორძაია
რესპუბლიკური პარტიის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ ჯერ უნდა თქვას, თუ რისი შეცვლა უნდათ კონსტიტუციაში, და მერე იფიქრონ კომისიის შექმნაზე.
ამასთან, როგორც კორძაიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იგი საკონსტიტუციო კომისიას და კონსტიტუციური ცვლილებების იდეას ოპტიმისტურად არ უყურებს.
„მიუხედავად იმისა, თუ როგორი გახსნილობის სურვილიც არ უნდა გამოხატოს დღევანდელმა უმრავლესობამ, ეს პროცესი ღია არ იქნება, არ გამოვა მონაწილეობით, რადგან თუ ვინმეს უნდოდა მონაწილოებითი პროცესი, ამის საუკეთესო საშუალება არსებობდა წინა პარლამენტში. დღეს როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა აქვს ”ქართულ ოცნებას”პარლამენტში, მას ეს უბრალოდ არ სჭირდება, რასაც უნდა იმას გააკეთებს. ფასადური გამჭვირვალობა ნაკლებად მნიშვნელოვანია”, - განაცხადა კორძაიამ.
კორძაიას თქმით, რაც შეეხება პრეზიდენტის ინციატივას, რომ თავადაც მიიღოს კომისიის შექმნაში მონაწილეობა, კორძაიას თქმით, ეგ ნამდვილდ კარგია და თუ ის შეძლებს ამ პროცესის უფრო გაკეთილშობილებას, ამას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება.
”კომისიის შექმნა კანონით დადგენილი ვალდებულებაა. კომისია უნდა შეიქმნას და უნდა იმუშაოს, მაგრამ ჯერ უნდა თქვან რისი შეცვლა უნდათ. თუ მხოლოდ იმის შეცვლა უნდათ, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას პარლამენტის მიერ, ეს უკვე ცალსახად ნათელია, თუ რა უნდა დღევანდელ უმრავლესობას და ეს მიუღებელი იქნება როგორც რესპუბლიკელებისთვის, ისე სხვა ბევრი პოლიტიკური ძალისთვის. უნდა ვნახოთ, რისი შეცვლა უნდათ კონსტიტუციაში, რა არის ის ფუნდამენტური საკითხები, რისი შეცვლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ის არ უნდა იყოს მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის წესის ავტომატური ცვლილება”, - განმარტა თამარ კორძაიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


