კომენტარი
თუ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია მოხდა, ეს ქართულ პოლიტიკაში ახალი რეალობის დაწყების მიზეზი გახდება - ხატია დეკანოიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია მოხდა, ეს ქართულ პოლიტიკაში ახალი რეალობის დაწყების მიზეზი გახდება.
ამასთან, დეკანოიძე ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადირებას იმ მიზეზით ვერ გაბედავს, რომ მას ქვეყანაში ხალხის ნდობა არ გააჩნია.
ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არის უკრაინაში, ვგულისხმობ, ადამიანების დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, სრულ უნდობლობას, გამიჭირდებოდა ვთქვა ის, რომ უკრაინის ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა დააკავოს მიხეილ სააკაშვილი.
მაგრამ, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინაში ხელისუფლება არ არის დემოკრატიული. ეს არის ხელისუფლება, რომელიც, სამწუხაროდ, ოლიგარქიული თამაშის წესებით თამაშობს და სწორედ ამ თამაშის წესების გაგრძელება იყო უკრაინის პრეზიდენტის და ივანიშვილის მოლაპარაკება, რომელიც, სავარაუდოდ, გაგრძელდა კვირიკაშვილის და გროისმანის მოლაპარაკებით. თუმცა, ქართული მხარე დღემდე უმტკიცებდა უკრაინულ მხარეს, რომ რეალურად არ სურთ იხილონ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე.
თუ მაინც მოხდა ძალადობრივი დაკავება სააკაშვილის იმ ქართველების მსგავსად, რაც ჩვენ ვიხილეთ, რაც არღვევდა ადამიანის უფლებების ყველა კონვენციას, და მოხდა მისი გადმოცემა საქართველოში - ეს იქნება ახალი პოლიტიკური რეალობის დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს ქინება დასასრული იმ ოლიგარქიული რეჟიმისა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქეყანაშიც არის და უკრაინაშიც“,-აღნიშნა დეკანოიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


