უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 თებერვალი, 2017 14:10
font-size

თუ ხელისუფლებას უნდა მოსმენა, ის აუცილებლად მოისმენს ნებისმიერ ქვეყანაში - ალექსანდრე ქანთარია

თუნდაც ყველა დეპუტატს თავისი „გასაღები“ დაურიგონ, ვფიქრობ, თუ ხელისუფლებას უნდა მოსმენა, ის აუცილებლად მოისმენს ნებისმიერ ქვეყანაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას.

„დღეს, როცა ასეთი მდგომარეობაა ტერორიზმთან დაკავშირებით, მსოფლიოში ალბათ, ყველა ამ მოსმენაზეა დამოკიდებული. აქ არის ნდობის საკითხი. თუ ხელისუფლებას ენდობი მაშინ, უნდა ენდო მის უსაფრთხოების სამსახურსაც. ხელისუფლებას ამომრჩეველი ენდობა, ეს დაამტკიცა არჩევნებზე.

ეს მანიპულაციები მგონია, რომ არ არის რეალობიდან გამომდინარე, რაიმე კონკრეტული შედეგის
მომტანი. არასამთავრობოების ვიწრო წრეს არჩეული აქვს ეს ნიშა და ცდილობს, რაღაც ხმაური შექმნას. მაინც არ კმაყოფილდებიან ამ ახალი კანონპროექტით იმიტომ, რომ საერთო ქოლგის ქვეშ იქმნება სააგენტო.

არ ვიცი, რამდენად მიიღებს ამას საკონსტიტუციო სასამართლო, ეს ცალკე საკითხია. ვფიქრობ, საზოგადოების ფართო ფენების ინტერესს ეს საკითხი არ წარმოადგენს. მე პირადად ვაცხადებ, მომისმინონ ნებისმიერ საათში, ნებისმიერ დღეს და იქნებ ზოგიერთი რამ გაითვალისწინონ. ჩვენი მთავარი მიზანია, მშვიდობიანი გარემო შევინარჩუნოთ უსაფრთხოების კუთხით“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი