კომენტარი
თუ გვინდა ქვეყანამ მოიგოს და ბიძინა დამარცხდეს გუნდია საჭირო - გუნდი, სადაც ბევრი ტვინია და არა ჯოგი - თამარ ჩერგოლეიშვილი
ტელეკომპანია „ტაბულას“ ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები მოიგოს, მას 900 ათასი ხმა სჭირდება.
მისი თქმით, საქართველოში კი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გაცილებით ნაკლები, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილით უკმაყოფილო ამომრჩეველი.
როგორც ჩერგოლეიშვილმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, მას პარტიის გახლეჩით გამოწვეული შიში კარგად ესმის, თუმცა, მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას არც არავინ ხლეჩს.
„არც არავინ ხლეჩს ჩემი დაკვირვებით, გარდა იმ ადამიანისა, რომელსაც ბიძინას დამარცხება სულ არ ანაღვლებს, თუ ოლიგარქის მარცხის შედეგად 2012 წლამდე არსებული ვითარება არ დაბრუნდა და იგივე მასშტაბის ძალაუფლება არ მოიპოვა. მაგრამ კიდევ უფრო დამაზიანებელია გახლეჩვის შიშით ჭაობში ჩაძირვა.
თუ ამოცანა ბიძინას დამარცხებაა და არა პიროვნების კულტის ჩრდილში მარგინალურ, რეაქციულ ძალად ქცევა, ენმ-ში დაწყებული მტკივნეული რეფორმა ბოლომდე უნდა მივიდეს.
თუ პარტია ვერ დაუძვრა წარსულის ტყვეობას და შუა გზამდე მისული რეფორმა ჩავარდა, პროგრესულმა, ფართო ამომრჩეველზე და რეფორმაზე ორიენტირებულმა ხალხმა ახალი ძალა უნდა შექმნან. რასაკვირველია ეს იქნება უფრო რთული, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა. რეალობას მოწყვეტილი ლიდერების შანტაჟით ბიძინას ვერ დავამარცხებთ. ერთიანობა გამარჯვებისთვისაა საჭირო და არა დამარცხებისთვის.
თუ გვინდა ქვეყანამ მოიგოს და ბიძინა დამარცხდეს გუნდია საჭირო - გუნდი, სადაც ბევრი ტვინია და არა ჯოგი, რომლის ყოჩიც სხვა ქვეყანაშია, სხვა ქვეყნის მოქალაქეა და საკუთარი სურვილითვე - სხვა ოპოზიციურ პარტიას უდგას საათავეში.
და ბოლოს, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ენმ-ში დაწყებული თვითგამორკვევის პროცესი, ქვეყნისთვის იქნება ბევრად უკეთესი. კრილოვის ცნობილი იგავის მდგომარეობაში მყოფი ძალა ტვირთს ადგილიდან ვერ დაძრავს. რაც ქვევით გექაჩება, სჯობს ჩაიხსნა, რომ ზევით წახვიდე - უბრალოდ გონება და ძალაა საჭირო, რომ ქარმა არ წაგიღოს. გონება გვაქვს, ძალა კი პრინციპების გარშემო ერთობაშია”,-დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


