კომენტარი
თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მაშინ უნდა დატოვო პარტია და უნდა იყო ოპოზიციაში - კახა კალაძე
როდესაც გამოდიხარ და პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხს.
კალაძის თქმით, გუნდში ბევრჯერ ყოფილა მსჯელობა, კამათი, მაგრამ პირადი შეურაცხყოფის მიყენება ადამიანებზე არასწორია და მიუღებელი.
"ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. რა თქმა უნდა, როდესაც არის განსხვავებული აზრი, ამას მივესალმებით. გუნდში ბევრჯერ ყოფილა მსჯელობა, კამათი, გაცხარებულზე შეიძლება ერთმა მეორეს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ როდესაც გამოდიხარ და პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მგონია, რომ არასწორია და მიუღებელი. პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, მერე პოლიტიკოსები. თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მაშინ უნდა დატოვო პარტია და უნდა იყო ოპოზიციაში",- განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ეს არ არის პარტიის მხრიდან ვინმეს დევნა.
"განსხვავებული აზრის გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, პარტია "ქართული ოცნება" არის ამის საუკეთესო მაგალითი. ბევრი განსხვავებული აზრი მოგვისმენია, რომელსაც, შესაძლოა, გუნდში ბევრი არ ეთანხმებოდა. გუნდში არსებობს ბევრი განსხვავებული აზრი. შესაძლოა, ბევრი რამ მეც არ მომწონს ან არ მომწონდა, მაგრამ ამაზე გუნდში ვსაუბრობთ და ვკამათობთ.
არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა არც პარტიაში და არც პარლამენტში, რომ არ ყოფილიყო მსჯელობა,"- განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


