კომენტარი
თუ დადგება რამე კითხვის ნიშნები ფარცხალაძის ქონებაზე, გარწმუნებთ, მე ვიქნები პირველი, ვინც მოვითხოვ სიმკაცრეს - ბიძინა ივანიშვილი
თუ დადგება რამე კითხვის ნიშნები ფარცხალაძის ქონებაზე, გარწმუნებთ, მე ვიქნები პირველი, ვინც მოვითხოვ სიმკაცრეს და ფარცხალაძე კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ფარცხალაძე იყო მთავარი პროკურორი, ახლა კი ბიზნეს აკეთებს და ჟურნალისტების მხრიდან კითხვები ლოგიკურია.
„ოდესღაც ფარცხალაძე თანამდებობის პირი იყო და ახლა აკეთებს ბიზნესს, ჟურნალისტებს კითხვები უნდა ჰქონდეთ, რომ არაფერი გამოგეპაროთ, ან ძველი პერიოდი შემთხვევაში ხომ არ დააგროვა მან ქონება ან ახლა ხომ არ იყენებს თავის კავშირებს სამეგობროსთან. კითხვები არის აბსოლუტურად ლოგიკური.
ეს კითხვები მოითხოვს პასუხს და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ მასზე პასუხი უნდა გაეცეს, მათ რიცხვში მე მაქვს ვალდებულება, რომ ამაზე გიპასუხოთ, ამაში არაფერი ცუდი არაა.
დამახინჯებული ბრალდებების კიდევ დამატება, რასაც გაზვიადებულად ცდილობს ოპოზიცია, რომ ის ჩემთან კოორდინირებდა, სარდაფში ხალხი დაყავს, აუპატიურებს, ეს სიმართლეს არ შეეფერება. ამით ნუ დავამძიმებთ. თუ დადგება რამე კითხვის ნიშნები ფარცხალაძის ქონებაზე, გარწმუნებთ, რომ მე ვიქნები პირველი, ვინც მოვითხოვ სიმკაცრეს და ფარცხალაძე კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოთარ ფარცხალაძისა და აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის ლაშა თორდიას ინციდენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ საქმის გამოძიებაში ჩართული არიან საერთაშორისო პროკურორები.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


