მსოფლიო
თუ აშშ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს, მოქმედების ვარიანტებს არაბულ ქვეყნებთან განვიხილავთ - მაჰმუდ აბასი
პალესტინის ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, თუ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ისრაელში ამერიკის სალეჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს, პალესტინა მოქმედების ვარიანტებს არაბულ ქვეყნებთან განიხილავს.
ამის შესახებ აბასმა Le Figaro-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„არჩეულ პრეზიდენტს ტრამპს მივწერე და ვთხოვე, ეს არ გააკეთოს. ეს ქმედება ამერიკის ლეგიტიმურობას კონფლქიტის მოგვარებაში, როგორც ერთ-ერთი მხარის, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“,-აღნიშნა პალესტინის ლიდერმა.
მისი თქმით, თუ საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან იერუსალიმში მაინც მოხდება, პალესტინას „მოქმედების რამდენიმე ვარიანტი ექნება და მას არაბულ ქვეყნებთან განიხილავს“.
ამასთან, მაჰმუდ აბასმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი რამ არ მოხდება და პირიქით, პალესტინა კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე მუშაობას ახალ ადმინიტსრაციასთან შეძლებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


