კომენტარი
ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ნარკოდამოკიდებულთა დახმარება პრინციპულად მნიშვნელოვანია - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკაში გარკვეული ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრებით. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს ხელისუფლების მიერ დაანონსებული ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ახალგაზრდები გვაღელვებს. შესაბამისად, გარკვეული ცვლილების განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ გახდა აუცილებელი ამ ეტაპზე აღნიშნული ცვლილებების განხორციელება, მერი პასუხობს: „ჩვენ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დავაანონსეთ და მათ შორის არის აღნიშნული მიმართულება. სადაც ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, გამოწვევებს, გვინდა, რომ ის მიმართულებაც იყოს მოწესრიგებული და აღმოფხვრილი ის პრობლემები, რომლებსაც ვაწყდებით ყოველდღიურობაში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


