კომენტარი
ცვლილებების მიზანი არ ყოფილა, ორი სამინისტროს გაერთიანების შედეგად, ბიუჯეტი იგივე დარჩეს - თეა წულუკიანი
თუკი ჩვენ ოპტიმიზაცია გვაქვს მიზნად და მართლაც ეს არის მიზანი, ვერ მივიღებთ შედეგად ორ გაერთიანებულ სამინისტროს, როგორც ხალხის მხრივ, ისე ფინანსური ხარჯების მხრივ, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად.“
კითხვაზე, ბიუროკრატიის შემცირება ხომ არ გულისხმობს ადამიანების მასობრივ დათხოვნას სამსახურებიდან, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ცვლილებების მიზანი არ ყოფილა, ორი სამინისტროს გაერთიანების შედეგად, ბიუჯეტი იგივე დარჩეს.
„მასობრივი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ორი სამინისტროს უფლებამოსილებები ერთიანდება, იქ თუკი ჩვენ ოპტიმიზაცია გვაქვს მიზნად და მართლაც ეს არის მიზანი, ვერ მივიღებთ შედეგად ორ გაერთიანებულ სამინისტროს, როგორც ხალხის მხრივ, ისე ფინანსური ხარჯების მხრივ. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ამ ხარჯების შემცირება და მიზანი ყველა მინისტრის იქნება ინდივიდუალური, იმის მიხედვით, თუ რომელ პორტფელს ჩაიბარებს. მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ და არ უნდა მივიღოთ, ეს არ ყოფილა პრემიერის მიზანი ამ ცვლილებებისას, რომ როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, იქ ბიუჯეტი დარჩეს იგივე, ხარჯვით ნაწილს ვგულისხმობ, და ხარჯვითი ნაწილი მიემართებოდეს ძირითადად ისეთი ხარჯებისკენ, როგორიც არის ხელფასი და სხვა. რა თქმა უნდა, ეს შემცირდება და ამას ჰქვია ოპტიმიზაცია. თუ რა ციფრებში აისახება, ეს ყველა სამინისტროს შემთხვევაში იქნება ინდივიდუალური“, – აღნიშნა წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


