კომენტარი
ცვლილებები ცესკო-ში იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან ნერვიულობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან - სალომე ზურაბიშვილი
გაყალბების ლეგალიზება მიანიშნებს, რომ "ოცნება" შეშინებულია და არჩევნებისთვის ემზადება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ბადრი ჯაფარიძე არის პროკურატურასთან და ელოდება ბრალის წარდგენას. ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი იმის, რომ რეჟიმი ცდილობს, რეპრესიებით შეგვაშინოს, დაწყებული პროტესტის ხალხისგან, გაგრძელებული პოლიტიკურ სპექტრზე.
საინტერესოა, ამ დროს რას აკეთებს რეჟიმი თუნდაც საარჩევნო კუთხით. ცესკოში შევიდა ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ, ერთი, აღიარებაა იმის, თუ რა ფორმით მიდიოდა, ერთ-ერთი ფორმა, ყოველ შემთხვევაში, გაყალბების, რომ არ სთხოვდნენ ადამიანების პირადობის მოწმობებს და დღეს უკვე მიიღეს ცვლილება, რომელიც არის ლეგალიზება ამ გაყალბების ფორმის ან კარუსელების ლეგალიზება. ეს არის მაჩვენებელი, რომ ძალიან ნერვიულობენ და ემზადებიან არჩევნებისთვის.
ვისაც აქვს ეჭვი, რომ იძლებულები გახდებიან რაღაც მომენტში, რომ დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები, სჯობს, უყუროს იმას, თუ რას აკეთებენ, თუ რამდენად ემზადებიან. იციან, რომ მოუწევთ არჩევნების დანიშვნა და ამისთვის ყველაფერს აზღვევენ.
ჩვენც უნდა მზად ვიყოთ და მზადყოფნა, პირველ რიგში, ნიშნავს, რომ დამკვირვებლების ჯარი იყოს მომზადებული და დღესვე დავიწყოთ ამის მზადება, ეს არის სწორი გზა,” - განაცხადა პრეზიდენტმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


